“ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიიდან” სწორედ ამ სიტყვებით გაიხსნა, დღეს ქალთა კვირეული “წარსულიდან ….მომავალში”VIII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ლიანა ზარქუა) კლასის საათი, მიუძღვნეს ძლიერ ქალებს საქართველოს ისტორიიდან.

მათ გაიხსენეს და წარმოაჩინეს ის ძ₾იერი ქალები, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი თავდადებით, მამულისადმი სიყვარულით, სიმტკიცით და გმირობით მოიპოვეს სახელი. თავიანთი შეხედულებისამებრ დაახასიათეს თუ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ძლიერი ქალი, აღნიშნეს რომ ყველა ქალი და დედა არის ძ₾იეირი საყრდენი ყველა შვილისა, ოჯახისა თუ ქვეყნისა.

პრეზენტაციას ესწრებოდა გიმნაზიის პრორექტორი სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში ქალბატონი მაია ონიანი და მათემატიკა ისტ კათედრის თავჯდომარე, ქრისტინა ქუთათელაძე.

მათ ძალიან მოიწონეს ბავშვების მიერ წარმოდგენილი აქტივობები, მიულოცეს კვირეულის წარმატებულად გახსნა და მადლობა გადაუხადეს მათ დამრიგებელს.

#ქალთაკვირეული

#მარტიქალთათვე

#ძლიერიქალებისაქართელოსისტორიიდან

Share Button