მოდი, გაზაფხულო, გესალმები!.. დილა მშვიდობისა, ჩემო დედამიწა!.. – გაზაფხულის შემობრძანება პოეტური კომპოზიციით აღნიშნეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში. მეხუთე კლასის( პედაგოგი: ნათია ღოღელიანი) მოსწავლეებმა გაზაფხულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ბუნებაში სიცოცხლის განახლების მოლოდინით გამოწვეული ემოციები გაუზიარეს მსმენელს. კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედობრივი სიყვარულის უძლეველობა და სიღრმე.სიყვარულითა და სიხარულითა და სიხარულით სავსე ფრაზებით პოზიტიური ენერგია გაუგზავნეს სრულიად სამყაროს და მსმენელთა დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს.

Share Button