🦋💐2023 წლის 5 აპრილს ქალაქ წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკაში გაზაფხულის ზეიმი შედგა.

🌼🌸,,აპრილი შენი ფერია” – ამ სახელწოდებით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლეებმა🌸 (კლასის დამრიგებელი – ფიქრია კვაბზირიძე , მუსიკის პედაგოგი – მარიამ თალაკვაძე)

🌸🧚‍♀🧜‍♀პატარებმა გაზაფხულისადმი მიძღვნილი ლექსებით, ცეკვითა და სიმღერებით კიდევ ერთი ხალისიანი და ბედნიერი დღე შეჰმატეს ჩვენი გიმნაზიის სასკოლო ცხოვრებას

!📚ძალიან დიდი მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს გულთბილი დახვედრის, ჩვენი და ჩვენი პატარების მიმართ გამოჩენილი რუდუნებისა და სიყვარულისთვის!

Share Button