ა(ა)იპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-3 კლასში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი “დედამიწა ჩვენი სახლია! ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მას!”

მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე, იმსჯელეს, რა უჭირს დედამიწას და რით შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ. პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც დიდი ხალისით შეასრულეს პატარებმა. მათ “სიტყვების აბლაბუდა”-ში ამოიცნეს დედამიწის დაცვასთან დაკავშირებული სიტყვები; კვირის გეგმად დაისახეს ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა (ხის დარგვა, ქუჩის დასუფთავება, ჩიტის სახლის გაკეთება) და ასევე, ეკომეგობრული წერილი მისწერეს მეგობარს, რომლითაც ძალიან კარგი რჩევები გაუზიარეს ერთმანეთს!

#გიმნაზიისეკოკომიტეტი

#ჩვენვზრუნავთჩვენსპლანეტაზეიზრუნეშენც

#ეკოთაობა

Keep Georgia Tidy – დავიცვათ საქართველოს სისუფთავე – KGT

Share Button