ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.” რისთვის მიმატოვე ადამიანო?” ამ დამაფიქრებელი სიტყვებით დაიწყო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პედაგოგმა ნაზი თედორაძემ არაჩვეულებრივი, სულის მასაზრდოებელი და ლამაზი საღამო, რომელიც XI-ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად მიუძღვნა დიდი მარხვის პერიოდში არსებულ განსაცდელს. დაე, უამრავი თაობა აღგეზარდოთ ამ სულისკვეთებით და თავმდაბლობით. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა. ისწრაფეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

Share Button