3 მარტი დედის დღეა! დედა ყველაზე თბილი, საყვარელი და ძვირფასი არსებაა ადამიანისთვის. რათქმაუნდა, ერთი დღე არ ეყოფა დედისადმი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვას, მაგრამ ვის არ გაუხარდება გულწრფელი პატარებისგან სიყვარულით გაფერადებული დღესასწაული!წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ფიქრია კვაბზირიძემ დიდი სიყვარულით მოგვილოცეს დედის დღე!

Share Button