ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილებაესაა ჭეშმარიტი ქართველობა”- ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, კლასიკოსს, ჩვენს  თანაქალაქელს, ბატონ ოტია იოსელიანს ეკუთვნის.

ასე მიმართვდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, რომ წიგნი უზენაესია და, რომ მის გარეშე წინსვლა, განვითარება შეუძლებელია.ეს დარიგება დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, განსაკუთრებით აქტუალურია.

საამაყო წინაპრის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ დღეს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტობოს სასულიერო გიმნაზიის მეათეკლასელები ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელისო გურეშიძე). მას შემდეგ, რაც დიდი ინტერესით წაიკითხეს  ოტია იოსელიანის ცნობილი „55 არაკი“, მათთვის საინტერესო  კითხვებზე პასუხები მიიღეს მწერლის ვაჟისგან, ბატონი დაჩი იოსელიანისგან. მადლობა მას გულთბილი დახვედრისათვის, უაღრესად საინტერესო საუბრისათვის. მან ყმაწვილებს მწერლის ცხოვრების საინტერესო და მათთვის უცნობი დეტალების შესახებ უამბო. უფრო მეტიც, ის სამუზეუმო ექსონატებიც აჩვენა, სხვებს რომ არ უხილავთ. ამან მწერლის შემოქმედების  უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის სურვული გაუღვივა მოსწავლეებს. ეს დღე, მართლაც, დაუვიწყარი იქნება მათთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ დაჩის ასეთი გულითადი მასპინძლობისთვის.

ჩვენს მეათეკლასელებს კი ვუსურვებთ, არასოდეს  შეეწყვიტოთ  მოგზაურობა წიგნის  უკიდეგანო სამყაროში.

Share Button